პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, საქართველოში საველე ჰოსპიტალის მოწყობა არ იგეგმება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა მზად არის ინფიცირებულების გაზრდილი რაოდენობა მიიღოს.
„საველე ჰოსპიტალის მოწყობა არ იგეგმება. ჯანდაცვის სისტემა მზად არის მზარდი რაოდენობის ინფიცირებული მიიღოს და უმკურნალოს. შეიძლება არსებობდეს დროში გადალაგების ხარვეზი, რაც აღმოიფხვრება.
3-ეტაპიანი სისტემაა და ახლა ვართ იმ ეტაპზე, რომ გაფართოება ხდება საწოლფონდის. სისტემა მიყვება გეგმას და აქ არანაირი პრობლემა არ არის“, – განაცხადა გახარიამ.











