fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესი მიღწევაა – მაკა ბოჭორიშვილი

13:11 მარტი 28, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
964
ნახვა

“საქართველოს მიერ განვლილი რეფორმებისა და ტრანსფორმაციის გზა იმ მიზნამდე, როგორიც იყო უვიზო მიმოსვლა, ცხადყოფს, რომ ჩვენ შევძელით და კვლავ შევძლებთ დასახული მიზნების განხორციელებას და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი წარმატებული ნაბიჯების გადადგმას”, -აღნიშნული განცხადებით პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებიდან 4 წლის შესრულებას გამოეხმაურა.

“სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესი მიღწევაა.

ამ მონაპოვარს წინ უძღოდა 2013 წელს ევროკავშირისგან მიღებული სამოქმედო გეგმის საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული მრავალრიცხოვანი და კომპლექსური რეფორმები.

გზა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ევროკავშირში უვიზო მიმოსვლამდე გადის ქვეყნის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და ადამიანის უფლებების უკეთ დაცვისთვის, დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების განმტკიცებისთვის ჩვენი ხელისუფლების დაუღალავ შრომაზე.

გასული ოთხი წლის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა უვიზო მიმოსვლით და მილიონზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის ქვეყნებში.

უვიზო მიმოსვლამ ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახადა ახალი შესაძლებლობები, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბიზნეს კავშირების გაღრმავებას, ტურიზმის განვითარებას, სტუდენტური გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას, პროფესიული კავშირების გაძლიერებას.

ეს ყველაფერი კი არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტის – ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების მყარი საფუძველი.

ბუნებრივია, კოვიდ-19 პანდემიამ, იმ გლობალურმა გამოწვევამ, რის წინაშეც მსოფლიო უკვე ერთი წელია დგას, მნიშვნელოვანად შეაფერხა მსოფლიოს მაშტაბით ადამიანების თავისუფალი გადაადგილება.

თუმცა ამ ვითარების შეცვლის შესაძლებლობა დღეს უკვე შორეული პერსპექტივა აღარაა. ვაქცინაციის პროცესი დაწყებულია და ახლა უკვე ყველას შეგვიძლია ჩვენი წილი წვლილი შევიტანოთ პანდემიისა და მის გამო დაწესებული შეზღუდვების დროულად დასრულებაში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

თეგები: მაკა ბოჭორიშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დავიდ სასოლიმ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პარტიებს შორის დიალოგს – მაკა ბოჭორიშვილი

მაისი 18, 2021
782
საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტად აირჩიეს

მარტი 22, 2021
822
საზოგადოება

მათთვის ვინც ვერ გაიგო: ჟურნალისტზე თავდასხმა არის გაუმართლებელი და უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ეს ჩაიდინა – მაკა ბოჭორიშვილი

თებერვალი 25, 2021
1.1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია