“რომ არსებობს ადამიანების ჩამონათვალი, რომლებიც საკუთარი საქმიანობით აზიანებენ ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს, ამ სიაში ერთ-ერთი პირველი უნდა იყოს ბატონი პოზნერი”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„საზოგადოებას მოუწია საკუთარი ძალებით დაპირისპირებოდა არა ბატონ პოზნერს, როგორც ინდივიდუალურ ვიზიტორს ჩვენს ქვეყანაში ან ტურისტს, არამედ პუტინის პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ











