“საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს გიორგი გახარიას თუნდაც, აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ვერ აღებას”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
“ზოგადად, ქვეყანა პარტიებს არ ეკუთვნით. ეს არის საზოგადოების კუთვნილება და კონკრეტული პოლიტიკური ძალები საზოგადოებას წარმოადგენენ, იქნება ეს გიორგი გახარია თუ ნებისმიერი სხვა. საზოგადოებაზეა დამოკიდებული თუ როგორ შეაფასებს და რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას თუნდაც აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ვერ აღებას და ქვეყნისადმი იმ დამოკიდებულებას, რაც სამწუხაროდ, პირადი გადმოდახედიდან აიწონება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.










