დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განამრტებით მალე თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტს სპეიცალური სამაგრები დაუყენდება, რომლითაც ადამიანი ველოსიპედის დამაგრებას შეძლებს. ამის შესხებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი მაგალითები ბევრ სხვა განვითარებულ ქვეყანაშიც არსებობს.
„ველოსიპედი ძალიან პოპულალური ხდება ქალაქში. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ველოსიპედის ატანა აკრძალულია. ამიტომ ჩვენ გვინდა გადმოვიტანოთ საუკეთესო მაგალითები. ალბათ გინახავთ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს წინ ან უკან უყენდება შესაბამისი სამაგრები.
ადამიანი, ვინც არის ველოსიპედით, დაამაგრებს საკუთარ ველოსიპედს, აბრძანდება ავტობუსში და შეძლებს გადაადგილებას. მინდა მაია ბითაძეს დავავალო, რომ მოიკვლიოთ ეს სამაგრები და ეტაპობრივად დავიწყოთ ავტობუსებზე დაყენება“,- აღნიშნა კალაძემ.











