დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განმარტებით, 7 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს კიდევ 13 მარშრუტი ემატება.
კალაძის თქმით, ეს არის საქალაქო მნიშვნელობის ავტობუსების ხუთი მარშრუტი და მიკროავტობუსების რვა საუბნო მნიშვნელობის ხაზი.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს 13 ახალი მარშრუტი ემატება. ეს არის საქალაქო მნიშვნელობის ავტობუსების ხუთი და მიკროავტობუსების რვა ხაზი, ანუ საუბნო მნიშვნელობის მარშრუტები. აღნიშნულ მარშრუტებზე მხოლოდ და მხოლოდ ახალი ტრანსპორტი ივლის.
მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები და ნომრები – სიახლე დედაქალაქის ქუჩებში











