„სემინარებსა და ტრენინგებზე დასასწრებად, სწრაფი ტესტების გაკეთებაც საკმარისი იქნება. ეს კეთდება იმისათვის, რომ ტრენინგები და სემინარები გაგრძელდეს“. – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, გაითვალისწინეს ინდუსტრიის მოთხოვნა და სწრაფი ტესტების გაკეთება, ეს უფრო მარტივს ხდის ამ რეგულაციის შესრულებას.
„სწრაფი ტესტებიც დაშვებულია. ტურიზმის ადმინისტრაციას სექტორთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში აქვს. შეიძლება რაღაცა დაზუსტდებას საჭიროებდეს, იმიტომ, რომ იცით, რომ უწყებათაშორისი საბჭო ისეთ ვითარებაში ვიღებთ გადაწყვეტილებას, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი გადაწყვეტილების მიღება.
თუმცა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კომუნიკაცია იყოს სრული. ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ტრენინგები და სემინარები არ დაიკეტოს, არ აიკრძალოს და გაგრძელდეს, მაგრამ იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო. ჩვენ გავითვალისწინეთ ინდუსტრიის მოთხოვნა და სწრაფ ტესტებზეც არის საუბარი, არამარტო „პისიარზე“. ეს უფრო მარტივს ხდის ამ რეგულაციის შესრულებას.“ – განაცხადა ნათია თურნავამ.











