სენაკის, ხობის და ჩხოროწყუს პოლიციას ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. წალენჯიხის პოლიციის ყოფილი უფროსი რაჯი ერემაძე -ხობის პოლიციას უხელმძღვანელებს. ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი – დავით პაპავა კი ჩხოროწყუს პოლიციის სამმართველოს უფროსად დაინიშნა. ხოლო სენაკის პოლიციას – ბესიკ მაქაცარია უხელმძღვანელებს.
ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს და უწყებაში აცხადებენ, რომ საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში პერიოდულად ხორციელდება და ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე მისი მიზანია მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.
ავტორი: თეა შონია











