სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 პირი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომაქანა შეეჯახა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 2 დაშავებული კლინიკა „სენამედში“ გადაიყვანა, ხოლო სამი დაშავებული კლინიკა ,,არქიმედეში“.
მათ ამ წუთებში გამოკვლევები უტარდებათ. შსს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ავტორი: თეა შონია











