ამ წუთებში ხანძარია სენაკში, სოფელ ნოსირში. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი თხილის პლანტაციას გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ადგილზე 5 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს.
მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
ავტორი: თეა შონია










