სენაკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულთაგან ერთ-ერთი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. იგი 70 წლამდე მამაკაცი,სენაკის მკვიდრი ნ.ხურციაა.
ინფორმაციას გარდაცვლილი მამაკაცის ახლობელი ადასტურებს.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, დღეს მოხდა . ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ხუთი ადამიანი დაშავდა.
შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
სულ დაშავდა 5 პირი, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა, კიდევ ერთი დაშავებულის მდგომარეობა უმძიმესია.
ავტორი: თეა შონია











