სექტემბერში გასამართი სანაკრებო შეხვედრები მაყურებლის გარეშე ჩატარდება. გადაწყვეტილება დღეს გამართულ უეფას ვიდეო-კონფერენციაზე მიიღეს, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი 55 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
5 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სტუმრად ესტონეთს შეხვდება, 8 სექტემბერს კი „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდს მიიღებს.
სექტემბერში ითამაშებს ახალგაზრდული ნაკრებიც – ვასილ მაისურაძის მომზადებული ფეხბურთელები 4 სექტემბერს საფრანგეთის გუნდს მიიღებენ, ოთხი დღის შემდეგ კი სტუმრად ლიხტენშტეინის ნაკრებთან ითამაშებენ.











