„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი იანვრის ბოლომდე გაიმართოს.
„როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, იანვრის ბოლომდე უნდა შედგეს მე-5 რაუნდი და ეს შემდეგ დაგვანახებს ამ მოლაპარაკებების პერსპექტივას.
ხელისუფლებისგან გადაწყვეტილებას ველოდებით, როდის დაჯდება ის მოლაპარაკების მაგიდასთან. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, რადგან ხისტი და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ხელისუფლებისგან ბევრი მსმენია, თუმცა შემდეგ მათი პოზიციებიც შეცვლილა“, – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.










