პარტია „ელენე ხოშტარია-დროას“ წევრები ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე 5 000-5 000 ლარით დააჯარიმეს პროტესტის ნიშნად მთავრობის კანცელარიის წინ შადრევნის აკრილის საღებავით შეღებვისთვის.
„დროას“ ცნობით, პარტიის წევრები ნარჩენების მართვის კოდექსის 36-ე მუხლის მიხედვით დაჯარიმდნენ.
ცნობისთვის, „დროას“ წევრებმა შადრევანი წითლად ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, 2021 წლის 18 ივლისს, პროტესტის ნიშნად შეღებეს.









