ის არსად არ წასულა, – ასე ეხმაურება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ივანიშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლას.
“გალაკტიონიდან დავიწყოთ – “ვიცი ამ წასვლას, რაც ეწოდება” და დები იშხნელების სიმღერით დავამთავროთ -“არ დაიჯერო, არ დაიჯერო”.
ის არსად არ წასულა და არც აპირებს ამას, შესაბამისად, შეცვლა რეჟიმის მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოცხადდება ახალი არჩევნების თარიღი და ხელისუფლებაში ივანიშვილის ბარტყების ნასახი არ დარჩება,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცელა, რითაც ცნობილი გახდა, რომ ის “ქართული ოცნების” თავმჯდომარეობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.











