გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესზე, ერთ-ერთი ბრალდებული ზ.ხ შეუძლოდ გახდა. სასამართლო სხდომა ამ დროისთვის შეჩერებულია.
შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი ბრალდებული ზ.ხ, რომელიც შიმშილობს.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფიც მივიდა.
„ზ.ხ მეოთხე დღეა, შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, განმიცხადა რომ მას აქვს თავბრუსხვევა, გამოძახებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარება”- განაცხადა ზ.ხ-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნები ზ.ხ, ლ.შ და ა.ხ პროტესტის ნიშნად შიმშილობენ.
დაკავებულები სიცრუის დეტექტორზე დაკითხვას ითხოვენ.











