გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმემ გური ამირხანაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მონასტერში წასვლის შესახებ განცხადებით მიმართა, თუმცა მან უწყებისგან პასუხად უარი მიიღო.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამირხანაშვილი ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და მონასტერში წასვლა სწორედ ამიტომ სურს.
ამირხანაშვილის ოჯახი ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობენ, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.











