რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გამოკითხვაზე, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი და დაბადების დღის მონაწილე, ლიზი ნადირაძე შევიდა.
ნადირაძეს უწყებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი რა გაუკეთებია.
უფრო მეტი დეტალი სავარაუდოდ გამოკითხვის შემდეგ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.
ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე გუშინ 17 პირი დააკავეს.
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი ექსპერტიზაზე გადაჰყავთ











