ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკანონმდებლო ორგანოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ხვდება.
შეხვედრას ასევე ესწრებიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და “მოქალაქეების” ერთ – ერთი ლიდერი, ვიცე- სპიკერი ლევან იოსელიანი.
შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.











