თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი რანგის სტუმარი ჩამოდის ქვეყანაში კრიზის დროს. წინასწარვე არსებობს მოლოდინები, რომ საუბარი შეეხება იმ მთავარ კრიზისს, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ახლა არსებობს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი კონფლიქტის განსამუხტად. თუ არ განიმუხტება კონფლიქტი, როგორც „ქართულ ოცნებას“ ასევე ოპიზიციას მოუწევთ, რაღაცნაირად ახსნან, რატომ არ გაითვალისწინეს მეგობრის აზრი. ჩემი აზრით, მინიმუმ ეს მნიშვნელობა ექნება. ჩვენ ვისაუბრებთ ყველაფერზე, რასაც ვასაუბრობდით აქამდე, მათ შორის შერიგების მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ როგორ ვუყურებთ კონფლიქტის მოგვარების გზებს“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
შარლ მიშელი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი ქვეყანაში 2 მარტს დასრულდება.











