ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.
ამის შესახებ მიშელმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერა.
„მადლობა მინდა გადავუხადო ნადიას, რომელმაც მომცა ის, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს: თავისუფლების დოზა. ნადია და მსოფლიოს ყველა ჯანდაცვის მუშაკი გვეხმარება, რათა ნელ-ნელა დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას. ამას გარკვეული დრო დასჭირდება და ფხიზლად უნდა ვიყოთ, მაგრამ სწორ გზაზე ვართ“, – წერს მიშელი.











