შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 3 მგზავრის მდგომარეობა მძიმეა – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ეკიპაჟებმა ერთი პაციენტი უკვე გადაიყვანეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.
„მიმდინარეობს დანარჩენი ორი დაშავებულის ტრანსპორტირება, რომლებსაც შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში მოათავსებენ. წინასწარი შეფასებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა,” – აცხადებენ სამინისტროში.
შემთხვევა ცოტახნის წინ, შატილის გზაზე მოხდა. მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. გარდაცვლილია 12 ადამიანი, 3 მძიმედ დაშავდა. მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანიას ეკუთვნის.











