fbpx
05/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

შავი წინდები და ფეხსაცმლის საფენები – აქამდე უცნობი ნივთმტკიცებები შაქარაშვილის საქმეში

15:37 ივლისი 2, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
3.8k
ნახვა

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ათტომიანი საქმიდან ირკვევა, რომ 25 ივნისს, მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ, ნაპირზე ჩატარებული დათვალიერების შემდეგ, ნაპოვნია შავი ფერის წინდები და შავი ფერის ფეხსაცმლის საფენები.

ამოღებული ნივთები 25 ივნისსვე გადაიგზავნა ქიმიურ და ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე იმის დასადგენად, ხომ არ აღინიშნება სისხლის კვალი და ბიოლოგიური მასალა წინდებსა და ფეხსაცმლის საფენებზე.

არაგვის ნაპირზე აღმოჩენილი წინდებისა და ფეხსაცმლის საფენების შესახებ, ამ დრომდე არაფერი იყო ცნობილი. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებდა მხოლოდ შავი ფერის სპორტული ჩანთა, რომელიც გამოძიებამ 19 ივნისს, მაშინ აღმოაჩინა ხიდის საყრდენ სვეტზე შემოდებული, როდესაც საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმესთან, გურამ ამირხანაშვილთან ერთად, საგამოძიებო ექსპერიმენტს ატარებდა. დადასტურებულია, რომ შავი ჩანთა სწორედ გიორგი შაქარაშვილს ეკუთვნოდა. თუმცა, როგორ აღმოჩნდა ჩანთა ხიდის საყრდენ სვეტზე, ამის შესახებ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. თავად ჩანთა, ისევე როგორც წინდები, გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.

გიორგი შაქარაშვილის ცხედრის აღმოჩენისა და დათვალიერების ოქმში დეტალურადაა აღწერილი, რა ეცვა და რა მდგომარეობაში იპოვეს ცხედარი მყვინთავმა-მაშველებმა. მაშველებისა და ექსპერტების მიერ ხელმოწერილ ოქმში მითითებულია, რომ გიორგი შაქარაშვილს „აცვია შავი შორტი, მომწვანო ორნამენტებიანი მოკლესახელოებიანი დღის პერანგი, ჰკიდია მოყვითალო ფერის ძეწკვი და ასეთივე ფერის ჯვარი“, თუმცა, ოქმში არაფერი ნათქვამი იმის შესახებ, ეცვა თუ არა ცხედარს წინდები და ფეხსაცმელი.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

წყარო: „რადიო თავისუფლება“

თეგები: შაქარაშვილის საქმე

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

როგორც ჩემი შვილის საქმე გააყალბა, ისე გააყალბებს შაქარაშვილის საქმეს – გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მამა პროკურორზე

ოქტომბერი 14, 2020
896
საზოგადოება

შსს-ში შაქარაშვილის საქმის მოწმე ანა გაბეჩავა იმყოფება

ივლისი 23, 2020
1.4k
სამართალი

„გაქცეულებს მანქანიდან ეძახდნენ და ვინც იპოვეს წამოიყვანეს“ – შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხული ბეჟანიშვილი 

ივლისი 17, 2020
1.1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია