ბელარუსის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ალექსანდრ გლებმა ბელარუსის საქართველოსთან წაგებას ლოგიკური უწოდა.
„შედეგი ლოგიკურია, რადგან მთელი თამაში უბრალოდ ერთფეროვანი იყო. ბოლოს დაიწყეს შტურმის მსგავსი, რადგან აგებდნენ, მაგრამ ესეც ქაოტურად მოხდა.
ბოლოს თამაში საკუთარ თავზე ცენტრალურმა მცველმა, ჩვენმა კაპიტანმა აიღო, რადგან სხვას ეს არ შეეძლო, ეს წარმოუდგენელია. ისეთი მეტოქე გვყავდა, რომელთანაც მოგება შეიძლებოდა.
ჩემი აზრით, ეროვნულ გუნდში ასეთ დროს ტაქტიკას მნიშვნელობა არ აქვს. 4 დღეში გუნდს რას მოამზადებ? ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციებია, რაც ჩვენს გუნდს მოედანზე არ ჰქონდა. ეს ყველაფერი კი გასახდელიდან და მწვრთნელიდან იწყება, რომელმაც მნიშვნელოვანი მატჩის წინ სამოტივაციო სიტყვები უნდა მოძებნოს და ფეხბურთელები აანთოს – ეს გუნდს ძალიან ეხმარება. ჩვენი მთავარი მწვრთნელი მარხელი კი ძალიან მშვიდი ადამიანია. ეს ერთფეროვნება გღლის.
ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის საუკეთესო შანსი ხელიდან გავუშვით“, – განაცხადა გლებმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო – ბელარუსის მატჩი 1:0 ანგარიშით დასრულდა.











