„შეიძლება ისე მოხდეს, რომ ორი – სამი კვირის შემდეგ, ისევ მოგვიწიოს რადიკალური ზომები და ისევ დავხუროთ გარკვეული დარგები“,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ტურიზმისა და ეპიდსიტუაციის კონტროლი ერთდროულად უნდა მოხდეს.
„ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად და არ უნდა დავხარბდეთ. შეიძლება ისე მოხდეს, რომ 2-3 კვირის თავზე მოგვიწიოს საპირისპირო გადაწყვეტილებების მიღება და გარკვეული დარგების დახურვა. ამას ჩვენი ინდუსტრია საღად აფასებს.
ჩვენი ამოცანაა, რომ შეძლებისდაგვარად დავარეგულიროთ ორი რამ. ერთი, რომ მაქსიმალურად გავხსნათ ტურიზმი, მაგრამ ამავდროულად შევინარჩუნოთ კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარება“,- განაცხადა თურნავამ.
მან სტუდენტებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომლებზეც გერმანიაში ჩასვლა უნდათ.
„მთავრობამ გაითვალისწინა მათი თხოვნა და დავნიშნეთ ფრენა თბილისი-ბერლინი-თბილისი. უბრალოდ მოვუწოდებ მათ, რომ რადგან ეს არის სუბსიდირებული ფრენა და ადგილები შეზღუდულია, დროულად მიმართონ ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს და წარადგინონ დასაქმების კონტრაქტები“,- აღნიშნა მინისტრმა.











