შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, დამთვალიერებელთა რაოდენობამ უკვე მილიონს მიაღწია.
ამასთან, ადმინისტრაცია დამთვალიერებლების საყურადღებოდ ავრცელებს განცხადებს, რომ არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს პარკი არ იმუშავებს.
„მოგესალმებით შემოდგომურად გამრავალფეროვნებული დენდროლოგიური პარკიდან!
ამ ფერადი სეზონის და ჩვენი ტყე-პარკის საოცარი პალიტრა, დაგვერწმუნეთ, არავის ტოვებს გულგრილს.
ამის მაჩვენებელია ის, რომ ჩვენი პარკის დამთვალიერებელთა რაოდენობამ უკვე მილიონს მიაღწია!
არ გვინდოდა ეს სიხარული გაუზიარებელი დაგვრჩენოდა და აი, თქვენც გითხარით!
აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ერთი დღით არ იმუშავებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ.
შეხვედრამდე!“, – წერია ინფორმაციაში.











