fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

შემოიპარნენ პარლამენტში ადამიანები, ვისაც ამის უფლება არ ჰქონდა, ვინმეს მიგაჩნიათ ნორმალურად? – კუჭავა

15:23 ივლისი 12, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.4k
ნახვა

დაპირისპირების შემდეგ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა განახლდა. პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა და აღნიშნა, რომ რეგლამენტის მიხედვით მათ პროტესტის გამოსახატად მთელი რიგი ინსტრუმენტი აქვთ.

„მთავარ წარმომადგენლობით ორგანოში, პარლამენტში რაც ხდება, მცდელობა ჩაიშალოს პროცესი იმ მოთხოვნით, რომელზეც თანახმაა უმრავლესობაც, რაზეც ბიუროზე უკვე ვისაუბრეთ, სადაც იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც და ვთქვით, რომ იქნება საგამოძიებო კომისია და რიგგარეშე სხდომა, სადაც მინისტრს მოვიწვევთ. ამაზე არათუ თანხმობაა, თარიღზე უნდა შევთანხმებულიყავით და მიგვეღწია შედეგისთვის. ის, რომ შემოიპარნენ პარლამენტში ის ადამიანები, ვისაც ამის უფლება არ ჰქონდა, არც საშვი იყო დაშვებული, უბრალოდ შემოიპარნენ და შემდეგ რაც სასესიო დარბაზში ხდებოდა, ეს ვინმეს მიგაჩნიათ ნორმალურად? თქვენ, ნებისმიერი თქვენგანი რომ ხელისუფლებაში იყოთ, დაუშვებდით მსგავს ფორმას? მესმის პროტესტი. ამის უფლებაც გაქვთ. არის ბიურო, არის სესია, და გაქვთ უფლება გამოიყენოთ ეს სრულად. დებატები არის ცალკე გათვლილი რეგლამენტით, რომლებიც შეიძლება დავნიშნოთ და ნებისმიერ საკითხზე ნებისმიერი მინისტრი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი მოვიწვიოთ, მოვიყვანოთ და გავაცემინოთ ყველა კითხვაზე პასუხი. მაგრამ ეს ჩხუბი, აყალ-მაყალი, ბლოკირება… თქვენ ერთი კითხვა დასვით მხოლოდ, ერთადერთი კითხვა – ვის აძლევს ეს ხელს?“ – განაცხადა კუჭავამ.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური იყო. მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, საკანონმდებლო ორგანოში მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც მთავრობისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა 12:00 საათზე ამოიწურა. პარლამენტის შესასვლელთან დაწყებულმა ხმაურმა, მალევე, სხდომათა დარბაზში გადაინაცვლა.

ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დეპუტატებიც. სიტუაციის განმუხტვას მანდატურის სამსახური ცდილობდა. ამ პროცესების პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტში, სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიც დაიკავეს.

ოპოზიციის ნაწილი, მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს.

თეგები: 5 ივლისის მოვლენებიკახა კუჭავა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

დეკემბერი 24, 2021
796
პოლიტიკა

კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, პარლამენტის დელეგაცია მადრიდში, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებს

ნოემბერი 25, 2021
774
მთავარი ამბავი

ვგლოვობთ ბათუმში მომხდარი საშინელი ტრაგედიის მსხვერპლთ, რომელთა შორის არიან ბავშვები – კახა კუჭავა

ოქტომბერი 9, 2021
786

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია