შემოვედი პარლამენტში, დღე და ღამეს ვასწორებ იმისთვის, რომ საარჩევნო რეფორმა გავატაროთ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ბევრ პოლიტიკოსზე მეტად საელჩოებს და ელჩებს შესტკივათ გული ქვეყნის მომავალზე და დემოკრატიულ განვითარებაზე. რომ არა მათი ჩართულობა ახლა, სად ვიქნებოდით კაცმა არ იცის. კიდევ მათი დამსახურებაა, რომ დღეს სიმშვიდე და რაღაცნაირად პროცესები კანონიერ ჩარჩოშია მოქცეული,“ – განაცხადა იოსელიანმა.











