„ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. კახიშვილი იმედოვნებს, რომ მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი იქნება.
„ვიმედოვნებ, როგორც პირველ ტურში იყო, მეორე ტურშიც საკმაოდ მაღალი იქნება ამომრჩევლის აქტივობა. შემოვხაზე ქვეყნის სწორი, სწრაფი, გონივრული განვითარება და ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველყოფა”- აღნიშნა კახიშვილმა.
შეგახსენებთ, ისანში კახა კახიშვილის ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძეა, რომელიც, ისევე, როგორც სხვა ოპოზიციონერები, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს, თუმცა, კანონმდებლობის მიხედვით, ბიულეტენებში მაინც არიან.











