პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ ადამიანების კოვიდ-19-ით ინფიცირება დაავადებას არ ნიშნავს.
ლევან რატიანის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში ინფიცირებული პაციენტები საფრთხეს არ წარმოადგენს და მათი მკურნალობა შედარებით მარტივად მიმდინარეობს.
„აღმოჩნდა, რომ შემთხვევათა 80%-ში ადამიანები ვინც ვირუსით ინფიცირდებიან არ არიან დაავადებულნი. ანუ ინფიცირება არ ნიშნავს, რომ დაავადებულნი ვართ კოვიდ-19-ით. ეს ნიშნავს, რომ არ გვაქვს სიმპტომები გამოხატული. არ გვაქვს არანაირი სიმპტომატიკა, რაც ინფექციის მიმდინარეობისას და მის გამოსავალში არის ძალიან კარგი. მანამდე 80% იყო ასიმპტომური ფორმა. ეს „ჯანმოს“ მიერ გახდა 82%. დანარჩენი 17-18% არიან სიმპტომიანი პაციენტები, რომლებიც არიან დაავადებულები. მათ გამოხატული აქვთ დაავადების ერთი ან ორი ნიშანი“, – განაცხადა ლევან რატიანმა ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“.











