საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორში მომხდარ ავარიას ეხმაურება. სააკაშვილი ოჯახს უსამძიმრებს და დაშვებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„შემზარა გუშინდელმა ტრაგედიამ, საქართველომ დაკარგა პატრიოტი ადამიანები, ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს!
დაშავებულებს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას“,- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
ავარია გორში, გვიან ღამით მოხდა, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 10 ადამიანი. მიკროავტობუსის მგზავრები სამეგრელოში თბილისიდან ბრუნდებოდნენ.











