გაერთიანებულმა სამეფომ, შესაძლებელია, მარტისთვის მოხსნას ამ დროისთვის არსებული რეგულაციები. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყნის ხელახალი გახსნა „ეტაპობრივად, მრავალდონიანი სისტემის საშუალებით“ მოხდება.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა 15 თებერვლისთვის, 15 მილიონი მოქალაქის ვაქცინის პირველი დოზით აცრას გეგმავს.
Worldometer-ის ცნობით, ამ დროისთვის, გაერთიანებულ სამეფოში, Covid-19-ისგან განკურნებული ადამიანების რაოდენობა 1 546 575-ს უტოლდება. სულ ინფიციებულია 3 433 494 ადამიანი. გარდაცვლილია – 89 860.
ავტორი: ამუკა ქორიძე











