„პრაიმტაიმნიუსის“ ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პოლიტიკაში ჩართვას არ აპირებს.
როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, „ქართულ ოცნებას“ გამყრელიძისთვის დეპუტატობა ამ დრომდე არ შეუთავაზებია.
წყარო გვეუბნება, რომ შეთავაზების შემთხვევაში, ამირან გამყრელიძის პასუხი უარი იქნება.
„არ შემოუთავაზებია და რომც შემომთავაზონ, არ ვაპირებ”, – განაცხადა, წყაროს ინფორმაციით, პირად საუბარში გამყრელიძემ.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა და წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა.
იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგი არ შეცვალა, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების შემდეგ, პარლამენტი 30 მაჟორიტარით და 120 – პროპორციულ სიაში შესული შესული დეპუტატით დაკომპლექტდება.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











