არანაირი შესვლა არ განიხილება, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ “ლელოს” ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე მისვლისას განაცხადა.
“უარვყოფ ამ ინფორმაციას, არანაირი შესვლა არ განიხილება, ეს არის მცდარი ინფორმაცია, არ ვიცი რატომ ვრცელდება, ან ვინ ავრცელებს. არანაირი შესვლა არ განიხილება თუ არ იქნა შეთანხმება მიღწეული ფუნდამენტურ საკითხებზე”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 3 ოპოზიციური პარტიიდან 7 დეპუტატი პარლამენტში შესვლას აპირებს, მათ შორის გიორგი ვაშაძე.











