fbpx
28/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

შეწყვიტონ ბულინგი… და ადროვონ! – მათიკაშვილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახს ექომაგება

01:42 ივლისი 18, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1k
ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები, ცდილობენ საკუთარი სცენარით, ფაქტების მაქსიმალურად დამახინჯებით, სასურველის რეალობად გასაღებით, საზოგადოებას დაანახონ სურათი, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზების დადგენა არის არა გამოძიების პრეროგატივა, არამედ მათ მიერ შეთავაზებული, ინტერპრეტირებული ვერსიის შესაბამისად მომხდარი რეალობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას აცხადებს.

„ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა და დასტური იმისა, თუ როგორ იყენებენ ცალკეული ოპოზიციური ძალები და მათი რუპორი ტელევიზიები – „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული ე.წ მედიასაშუალებები ახალგაზრდა კაცის დაღუპვის ამბავს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური და პარტიული ინტერესების დასაცავად და იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ტრაგედია გარკვეულ წარმოდგენად აქციონ, რაც პირდაპირ შეურაცხმყოფელია პირველ რიგში, დაღუპული გიორგი შაქარაშვილის მშობლებისთვის.

მშობლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კარგად ჩანს ის ლეგიტიმური პროტესტი, რომელიც მათ გაუჩნდათ იმ ზღვა მაქინაციებისა და ინტერპრეტაციების მიმართ, რომელიც მოედინება ძირითადად, ტელეკომპანია „მთავარის“, „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ეთერებიდან, სადაც წინასაარჩევნო მარათონზე მყოფი პოლიტიკური პარტია, უკვე ნახევრადკრიმინალურ დაჯგუფებად ქცეული „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები, ცდილობენ საკუთარი სცენარით, ფაქტების მაქსიმალურად დამახინჯებით, სასურველის რეალობად გასაღებით, საზოგადოებას დაანახონ სურათი, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზების დადგენა არის არა გამოძიების, არამედ სწორედ, მათ მიერ შეთავაზებული, ინტერპრეტირებული ვერსიის შესაბამისად მომხდარი რეალობა“, – ამბობს დეპუტატი.

დავით მათიკაშვილის განცხადებით, საარჩევნო მარათონზე მყოფი პოლიტიკური ძალები ცდილობენ, ეს ფაქტი გამოიყენონ და გირგვლიანის მკვლელობას დააკავშირონ.

„ჩვენ მოვისმინეთ ოჯახის წევრების მიმართვა სახალხო დამცველისადმი, სადაც პირდაპირაა თხოვნა, რომ დაიცვან გარდაცვლილი ახალგაზრდას ოჯახი იმ Fake-ნიუსებისგან, რომელიც მაქსიმალურად შეურაცხყოფს ოჯახს და ფაქტობრივად, ერთი მხრივ, გამოძიების ლოგიკურ და სწორ განვითარებას უშლის ხელს და მეორე მხრივ, შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ საარჩევნო მარათონზე მყოფი პოლიტიკური ძალები ცდილობენ, ეს ფაქტი გამოიყენონ და გირგვლიანის მკვლელობას დააკავშირონ. მოახდინონ ამ ორ ფაქტს შორის ბმა და წარმოაჩინონ ისე, რომ ფაქტი, რომელიც ევროპის სასამართლომ პირდაპირ სახელმწიფო დაადანაშაულა როგორც ამ საზარელი მკვლელობის დამნაშავე და პირდაპირ წერია, რომ სტრასბურგის სასამართლო გაოგნებას ვერ მალავს, ისე შეხმატკბილებულად მოქმედებდნენ სახელმწიფო უწყებები, რომ დაემალათ მკვლელობის ფაქტი და დამნაშავეები არ დაესაჯათ, თითქოს ამ ორ ფაქტს შორის რაღაც ბმა არის და ამით ფაქტობრივად, საარჩევნოდ განწირული პოლიტიკური ძალა, რომლის რეიტინგიც თვითინ ამავე პოლიტიკური ძალის მიერ დაქირავებული ორგანიზაციების მიერ ძალიან დაბალ ნიშნულზე არის განსაზღვრული, სწორედ ეს ძალა ცდილობს, ტრაგიკული ფაქტით და ამით მანიპულირებით დაიწეროს ქულა ჩვენს საზოგადოებასა და ელექტორატში. ეს მაქსიმალურად ამორალური და ზღვარსაგასული, წითელ ხაზებს გადაცდენილი ქმედებაა“, – ამბობს მათიკაშვილი.

დეპუტატი მედიას მოუწოდებს, შეწყვიტონ დაზარალებული ოჯახის ბულინგი და ომბუდსმენს დროულ რეაგირებას სთხოვს.

„პირდაპირ მოვუწოდებ, როგორც სახალხო დამცველს, რომელიც ვალდებულია, მოახდინოს რეაგირება და დადგეს სწორედ დაჩაგრული და უფლებადარღვეული პირების უფლებების დასაცავად, ასევე მოვუწოდებ ამ ე.წ ტელევიზიებს, შეწყვიტონ ბულინგი, შეწყვიტონ Fake-ნიუსებით საზოგადოების მანიპულირების მცდელობა და გამოძიებას ადროვონ, დაწყებული რთული საგამოძიებო საქმე, იმისთვის, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს და მეორე მხრივ, დაისაჯონ პირები, რომელთაც ბრალი მიუძღვით გიორგი შაქარაშვილის სიკვდილში“, – ამბობს დავით მათიკაშვილი.

თეგები: გიორგი შაქარაშვილის საქმედავით მათიკაშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ეს არის არა პიჯაკების საქმე, არამედ პრეზიდენტის თავხედობის საქმე საკუთარი ერის მიმართ – დავით მათიკაშვილი

დეკემბერი 2, 2021
830
პოლიტიკა

ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოცემულობა არ არსებობს – დავით მათიკაშვილი

ნოემბერი 24, 2021
829
პოლიტიკა

„კურორტზე გადაყვანა“ არ უთქვამს ექს-პრეზიდენტის პირად ექიმს, თუმცა შთაბეჭდილება დარჩა, რომ სააკაშვილის კურორტზე გადაყვანას ითხოვდა – მათიკაშვილი

ნოემბერი 21, 2021
912

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია