“პატივს ვცემ გრიგოლ ვაშაძეს. ენმ- დან მისი წასვლა მოსალოდნელი იყო. მესმის მისი. შეუთავსებელთა შეთავსება შეუძლებელია. წარმატებებს ვუსურვებ”, – ასე ეხმაურება “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი გრიგოლ ვაშაძის “ნაციონალური მოძრაობიდან” წასვლას.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გრიგოლ ვაშაძემ “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და დამატებითი კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.











