„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ მისი პარტია შევა თუ არა პარლამენტში, ერთ კვირაში გაირკვევა, ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ეს საკითხი უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში გადაწყდება. არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრა არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე რაღაც გადაწყვეტილება მივიღეთ და არასაპარლამენტო ფორმატში ვრჩებით.
რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ჩვენ ამ ოპოზიციურ პარტიებთან გვაქვს მრავალწლიანი თანამშრომლობა, ამიტომ მათ საკითხებს მხარს ვუჭერთ, მითუმეტეს ეს საკითხები ჩვენს წინადადებებშიც არის გათვალისიწნებული“, – აცხადებს ბეჟაშვილი.










