ამ წუთებში, რიონის ხეობაში, სოფელ გუმათში საპროტესტო აქციისთვის მოქალაქეები იკრიბებიან.
გიგანტური ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციის ადგილზე ფეხით მიდიან.
„დღეს, შევიკრიბეთ ერთადერთი მოთხოვნით, მოგვეცეს ჩვენი პროტესტის ძირითად ადგილზე გადაადგილების საშუალება. გუშინდელი დღიდან აქ, ჩამდგარია პოლიცია და არავის უშვებს პროტესტის ადგილზე. რის საფუძველზე უნდა შეეზღუდოთ ადამიანებს გადაადგილება,“ – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.











