დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნის საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„კოროანვირუსის კლების დინამიკა დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. რაოდენობა კვლავ მაღალი ქვეყანაში. ეს არ გვაძლებს არავითარ საფუძველს, რომ დავმშვიდდეთ, ან სერიოზულად ვიფიქროთ შეზღუდვების შემსუბუქებაზე,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 3487 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანრმთელდა 2495, ხოლო გარდაიცვალა 39 ადამიანი.











