შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჯავახაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.
„მოკლედ 15 წლიანი მუშაობის შემდეგ დავტოვე საჯარო სამსახური. ასე და ამგვარად“, – წერს ჯავახაძე.
ნინო ჯავახაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.











