fbpx
18/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

10:02 ნოემბერი 15, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
841
ნახვა

“გვსურს გამოვეხმაუროთ, ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში გასულ ცრუ და მიზანმიმართულად გაყალბებულ ინფორმაციაზე აგებულ სიუჟეტს, თითქოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რიგები ბოლო პერიოდში, არასათანადო პირობების გამო ათეულობით თანამშრომელმა დატოვა”,- ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“სიუჟეტის შესავალშიც და წამყვანის დასკვნაშიც ნათლად ჩანდა სიუჟეტის მიზანი, პოლიციელების და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელთა დემორალიზება.
სიუჟეტში ნათქვამი არც ერთი ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზანმიმართულად არის გაყალბებული.

დასაწყისშივე, სანამ უშუალოდ ციფრებით გამყარებულ და გადამოწმებას დაქვემდებარებულ სწორ ინფორმაციას ვაცნობებთ საზოგადოებას, გვსურს აღვნიშნოთ, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმნიშვნელოვანეს, მოწინავე დანაყოფს. აღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომლებს განსაკუთრებული ფუნქცია აკისრიათ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელთა კვება რეგულირდება შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.
აღნიშნული ბრძანებით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად ყოველდღიური კვების რაციონი შედგენილია 42 სხვადასხვა დასახელების პროდუქტისაგან.
ამ პროდუქტების შესყიდვა ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის დაცვით, კონკურენციის პირობებში ჩატარებული ტენდერების საშუალებით. თითოეული პროდუქტის ტექნიკური პარამეტრები შედგენილია და აკმაყოფილებს უმაღლესი ხარისხის მოთხოვნებს, რასაც ადასტურებს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატები და საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიების დასკვნები.

მაყურებელს აღნიშნული ტელეკომპანიის მიერ მომზადებული სიუჟეტებიც კარგად ემახსოვრება, სადაც პოლიციელების პირობების გაუმჯობესებისთვის გამოცხადებულ თითოეულ მსგავს ტენდერს განსაკუთრებული კრიტიკა და ბიუჯეტის “ფლანგვის” შეფასებები ახლავს. მსგავსი მიდგომები კიდევ ერთხელ ცხადყოფს მედიაორგანიზაციის ორმაგ სტანდარტს.

სიუჟეტში ნაჩვენები კადრები, რომელიც ინტერპრეტირებულ იქნა თითქოს პოლიციელებს “ასფალტზე დაყრილ” საკვებს აჭმევენ, რეალურად არის საველე პირობებში მყოფი თანამშრომლების კვებისთვის განკუთვნილი დამატებითი ულუფა და არა ძირითადი ე.წ. საქვაბე კვებისთვის განკუთვნილი პროდუქტები.

რაც შეეხება, სპეციალურ სამოსს – ოფიცრებისათვის 2019 წლიდან ხორციელდება გერმანული წარმოების ზაფხულის სეზონის მოდელის ფეხსაცმლის შეძენა. ხოლო, 2020 წლიდან შეძენილი იქნა გერმანული წარმოების ზამთრის სეზონის ფეხსაცმელი.

2020-2021 წლებში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ვადიან სამხედრო სავალდებულო მოსამსახურის და სპეციალური წოდების მქონე ოფიცრისათვის შეძენილი იქნა 9 187 077,97 ლარის ოდენობის უნიფორმა, ფეხსაცმელი და შესაბამისი აღჭურვილობა.

თანამშრომლები აღიჭურვნენ გერმანული წარმოების სპეციალური აღჭურვილობებით.

ასევე გაუმჯობესდა და განახლდა დანაყოფების რადიოკავშირის (კავშირგაბმულობის) საშუალებები.

მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ,,გლოკის“ სისტემის სამსახურებრივ-საშტატო იარაღი – პისტოლეტები გადაეცათ. ბოლო წლების განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ეს იყო ყველაზე მასშტაბური გადაიარაღება.

რაც შეეხება კიდევ ერთ ყალბ ინფორმაციას უწყებიდან თანამშრომელთა მასობრივ გადინებას, აღნიშნულიც არის სიცრუე და გადაუმოწმებელი ინფორმაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ორგანიზაცია, სადაც ერთეულ თანამშრომელთა შიდა გადაადგილება, როტაცია და განახლება უწყვეტი სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილია.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მედიასაშუალებების მიერ მსგავსი ცრუ, ცილისმწამებლური და მიზანმიმართულად გაყალბებული ინფორმაციის გავრცელების მიზანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დემორალიზება, საზოგადოებაში უწყების იმიჯის შელახვა და პოლიციელის პროფესიული საქმიანობის დისკრედიტაცია”,- წერია განცხადებაში.

თეგები: შსს

დაკავშირებული სტატიები

A new study finds that drug prices can vary dramatically in the developing world, especially as a country moves up the economic ladder.
მთავარი ამბავი

შსს-მ 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკები გაანადგურა

დეკემბერი 25, 2021
796
სამართალი

პოლიციამ ბათუმში თურქეთის მიერ ინტერპოლით ძებნილი 5 პირი დააკავა

დეკემბერი 10, 2021
1.1k
მთავარი ამბავი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 13 პირი

ნოემბერი 22, 2021
777

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია