fbpx
01/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

შინაგან საქმეთა სამინისტროზე იყო კიბერშეტევა, თუმცა ვერ შემოაღწიეს, მოვიგერიეთ – ვახტანგ გომელაური

18:27 მარტი 5, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
930
ნახვა

„კიბერუსაფრთხოება ძალიან პრობლემატური თემაა და კიდევ ერთხელ რამდენიმე დეპუტატის კითხვა იყო ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა, ძალიან ძნელია, ეს მთელი მსოფლიოს გამოწვევაა. ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა და გამოწვევა. რამდენიმე ხნის წინ იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე კიბერშეტევა, თუმცა მადლობა ღმერთს მოვიგერიეთ, ვერ შემოაღწიეს და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის უსაფრთხოების სამსახურს და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ ტრიბუნიდან. ასეთ გარე შეტევები სახელმწიფო უწყებებზე, ზუსტად უსაფრთხოების სამსახური იგერიებს და მადლობა მინდა ვუთხრა მათ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვების საპასუხოდ.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ძალიან ბევრი გამოწვევაა.

„კიბერდანაშაული მზარდია, 24%-ით მოიმატა, თუმცა სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ძალიან დიდი მატებაა. მაგალითად, დღეს თუ არის 500 ფაქტი კიბერდანაშაულის, პირობითად წელიწადში, 2006-ში, 2007-ში იყო 3, 8 და ასე შემდეგ. ეს ემატება ეტაპობრივად. იყო 80, შემდეგ გახდა 120, გახდა 200 და დარწმუნებული ვარ მომავალ წლებში კიდევ მოიმატებს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრის თქმით, ეს ვითარება არა მხოლოდ საქართველოშია, საფრანგეთშიც, გერმანიაშიც, ამერიკაშიც და ყველა ქვეყანაში ხდება.

“მთავარია გახსნის მაჩვენებელი, ჩვენ რასაც უნდა მივყვეთ ჩვენს პარტნიორებს, რაზეც ძალიან გვერდში დგომა გვაქვს მათგან გამოძიების კუთხით, მაქსიმალურად იყოს გახსნილი დანაშაული და დამნაშავე იყოს დასჯილი. ეს არის ჩვენი პირველი პრინციპი, რომ ამ თემით მივყვეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და ამაზე გავამახვილოთ ყურადღება. უფრო მეტად მოხდეს გადამზადება ჩვენი გამომძიებლების, ეს ძალიან სპეციფიკურია. შეიძლება ძალიან მაგარი გამომძიებელი იყოს ვთქვათ მკვლელობის მიმართულებით, ყაჩაღობის, ქურდობის.. ეს საერთოდ სხვა თემაა, ტექნოლოგიებთან უნდა იყო კარგად გათვითცნობიერებული და ასე შემდეგ“, – განაცხადა გომელაურმა.

თეგები: ვახტანგ გომელაური

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ჩვენი ინფორმაციით, ნანგრევებში 10-15 ადამიანია – ვახტანგ გომელაური

ოქტომბერი 8, 2021
800
მთავარი ამბავი

ვახტანგ გომელაური ბათუმში შემთხვევის ადგილზე ჩავიდა

ოქტომბერი 8, 2021
772
პოლიტიკა

შს მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

სექტემბერი 27, 2021
772

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია