შირაქის ველებზე ხორბლისა და ქერის ყანები დაიწვა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის,მალხაზ მერაბიშვილის განმარტებით, ხანძარი უკვე აღებულ ყანებში გაჩნდა და შემდეგ გავრცელდა.
„ფართობს ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენია. ჩვენი ინფორმაციით, უკვე აღებულ ყანებში გაჩნდა და მოედო შემდეგ აუღებელი მოსავალსაც. კერძო პირებისაა ეგ ადგილები და იქ არის ყველა. დადგინდება ზარალის ოდენობა, უახლოეს ხანში“,- განაცხადა მერაბიშვილმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 8 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა და ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძარი, შირაქში, რამდენიმე წლის წინაც გაჩნდა და რამდენიმე ათეული ჰექტარი მოსავალი გაანადგურა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი










