ამ დილით ენმ-ის სათავო ოფისიდან ნანახი კადრებით შოკირებული ვარ,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი სოციალურ ქსელში წერს.
„ამ დილით ენმ-ის სათავო ოფისიდან ნანახი კადრებით შოკირებული ვარ. ძალადობა და ქაოსი თბილისში უკანასკნელია, რაც ახლა საქართველოს სჭირდება. ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებ ახლა და მომდევნო დღეებში“,- წერს ის.











