“რა უნდა მოხდეს უკეთესი რუსეთისთვის, ვიდრე ის სიტუაცია, რომელიც არსებობს დღეს საქართველოში, ეკონომიკური განვითარების უპერსპექტივობა, ქაოსი, პოლიტიკური კრიზისი, არასტაბილურობა. პუტინმა რაღა უნდა გააკეთოს თუ არა ის, რომ წყნარად მშვიდად დააკვირდეს მოსკოვიდან მოვლენების განვითარებას.”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა “ფორმულასთან” ინტერვიუში განაცხადა.
ევროპარლამენტარი ინტერვიუში საქართველოში რუსი ჟურნალისტის პოზნერის ვიზიტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს მისთვის სრულიად მიუღებელი იყო.
“ჩვენ ვნახეთ რუსი პენსიონერი, რომელიც ჩამოფრინდა საქართველოში და უდიდესი პრობლემები, უდიდესი რეზონანსი შექმნა. მე ძალიან დაბნეული ვიყავი, დილის რვა საათზე ვიყავი ჩემს სასტუმროში. ყველა ვიცავთ საქართველოში არსებულ კომენდანტის საათს და იმ წესებს, რომელიც არსებობს. ჩამოდის რუსული დელეგაცია, გაუგებარი შემადგენლობის და პრივილეგირებული. შოკში ვიყავი, რომ მართლა საქართველოს დედაქალაქში, ჩემს თვალწინ ხდება იმ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს საქართველოში. ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო”, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.











