დღევანდელ რეალობაში ჩაცმულობა უამრავ რამეს ნიშნავს – შენ ხარ ის, რაც გაცვია. ყველას სურს ელეგანტურად და დახვეწილად გამოიყურებოდეს, სწორედ ამიტომ ადამიანები უამრავ დროს ვუთმობთ შოპინგს და საათებს ვატარებთ მაღაზიებში ბოდიალით, რაც საკმაოდ დადებითად აისახება როგორც ფსიქიკურ მდგომარეობა, გვაძლევს რელაქსის საშუალებას, ასევე გარეგნობაზეც. შოპინგი ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი აუცილებელი და სასიამოვნო ნაწილია, მიუხედავად იმისა, ახალი ტანსაცმელი გვაქვს თუ არა, ყოველთვის გვახარებს მაღაზიის თვალიერება, ხოლო თუ ფასიც ხელს გვიწყობს, ბედნიერების საზღვარი ერთი-ორად ფართოვდება.
შოპინგი საუკეთესოდ მაშინ ითვლება, თუკი სასურველ და გემოვნებიან ტანსაცმელს შედარებით დაბალ ფასში ვიპოვით, ძებნაში კი შეიძლება მთლიანი მოლის რამდენჯერმე შემოვლაც კი არ დაგვეზაროს. როგორც წესი, ბრენდები კოლექციებზე ფასდაკლებას საკუთარი ვებ-გვერდიდან გვაუწყებენ ხოლმე, ამიტომ ამის მოლოდინში შეიძლება ყოველდღიურ რუტინად იქცეს მათ საიტზე შესვლა. ამის გარდა, დემოკრატიულ ფასად შოპინგისთვის საკმაოდ კარგი ალტერნატივაა მეორად მაღაზიებში გასეირნებაც, სადაც ტანსაცმლის არჩევა შეიძლება შედარებით დამღლელი პროცესი იყოს, თუმცა ვინც გულდასმით ეძებს, ის აუცილებლად პოულობს განსხვავებულ და საინტერესო სამოსს. ამას გარდა, ზოგი ადამიანი მკერავთან ვიზიტს ირჩევს, რათა მის გემოვნებაზე მაქსიმალურად მორგებული სამოსი შეიკეროს. ამათ გარდა, საუკეთესო ალტერნატივა მაინც აუთლეტ მაღაზიაში შოპინგია, რაც საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა უამრავ ქვეყანაში.
აუთლეტ მაღაზია ნიშნავს ბრენდის ნიშურ მაღაზიას, სადაც განთავსებულია წინა წლის კოლექცია საბაზროზე საკმაოდ დაბალ ფასად. ამის მიზეზი ისაა, რომ ზედმეტი რაოდენობით გამოშვებული პროდუქტი ბოლომდე ვერ იყიდება, რაც საბოლოოდ სწორედ აუთლეტებში ხვდება. ამას გარდა, აქ ხვდება ისეთი პროდუქტიც, რომელსაც უმნიშვნელო გარეგნული წუნი აქვს, რაც საკმაოდ დაბალ ფასში იღება. როგორც წესი, ასეთი დეფექტი შესამჩნევი არც არის.
უცხოეთში აუთლეტები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, რისი შედეგიცაა აუთლეტ მაღაზიების სხვადასხვა ტიპის კოცეფციები, რომელთაგან ყველაზე საინტერესო აუთლეტ სოფლის კონცეფციაა, სადაც უამრავი ბრენდის მაღაზიაა განთავსებული და ქმნის პატარა სოფელს, მომხმარებელს კი არჩევანის მეტ შესაზლებლობას სთვაზობს. Outlet village Europe ნიშნავს იმას, რომ ევროპელებში აუთლეტებში შოპინგი საკმაოდ გავრცელებულია.
საქართველოში აუთლეტ მაღაზიები სულ უფრო მეტად ხდება პოპულარული, ხოლო მომხმარებელში სულ უფრო მეტის მოლოდინს აჩენს. ამ ტიპის მაღაზია სინტერესოა ნებისმიერი ტიპისა თუ სეგმენტის ადამიანისთვის, რადგან აქ ყველა აუცილებლად იმას იპოვის, რასაც ეძებს. აუთლეტ სოფლის კონცეფცია საქართველოსთვისა და ქართველი მომხმარებლისთვის საკმაოდ იდეალური ადგილი იქნება და მათ შესაძლებლობას მისცემს მსოფლიოში ცნობილ ბრენდებთან ერთად ადგილობრივი ბრენდებიც აღმოაჩინოს. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ტიპის კონცეფცია საკმაოდ პოპულარულია უცხოეთში, ჩნდება მოლოდინი იმისა, რომ ასეთი ადგილი მოიზიდავს უცხოელ სტუმრებსაც. Outlet Georgia ადგილობრივ მომხმარებელს, მეგობარი ქვეყნის სტუმარსა თუ ნებისმიერი ქვეყნის ვიზიტორს საშუალებას მისცემს ევროპა-აზიის გზაგასაყარზე აუთლეტ მაღაზიების ყველაზე დიდ სოფელში იშოპინგონ.
(R)









