შოტლანდიამ კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად ახალი რეგულაციები გაატარა. ინფორმაციას ბრიტანული პრესა – Mirror ავრცელებს.
დღეს, ქვეყნის პირველმა მინისტრმა – ნიკოლა სტარჯონმა, შოტლანდიის პარლამენტში ცვლილებების შესახებ განაცხადა.

ახალი წესების მიხედვით, რომელიც ძალაში შაბათს შევა, ალკოჰოლის გარეთ მოხმარება იკრძალება. შეზღუდვები, ასევე საცალო ვაჭრობასაც შეეხება. ისინი სამსახურების შენობებში, საზოგადოებასა და მომსახურე პერსონალს შორის კონტაქტის მაქსიმალურად შემცირებას ისახავს მიზნად. ამასთან ერთად, აღნიშნული წესები სახლის დატოვებასა და სამსახურებში მუშაობასაც შეეხება.
დამტკიცების შემთხვევაში, ახალი რეგულაციები ძალაში კვირის ბოლოდან შევა.

ავტორი: ამუკა ქორიძე











