fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

შს მინისტრმა გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებში სამუშაო თათბირი ჩაატარა

10:34 თებერვალი 16, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
801
ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შემდეგ, სამუშაო თათბირი გურიის და სამეგრელოს რეგიონებში, საპოლიციო დანაყოფის ხელმძღვანელებთან გამართა. შეხვედრებს მინისტრის მოადგილე – ვლადიმერ ბორცვაძე დაესწრო. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი დირექტორები ჰყავს. ვახტანგ გომელაურმა ოზურგეთში გამართულ თათბირზე გურიის პოლიციის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს – ლევან ხარაბაძეს წარმატებები უსურვა.

შინაგან საქმეთა მინისტრი გურიის შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ეწვია. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა თანამშრომლებთან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო საქმიანობის მიმართულებით არსებული მდგომარეობა განიხილა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს 10 თებერვლიდან პოლიციის პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე ხელმძღვანელობს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პოლიციის ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების მიზანია, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

ვახტანგ გომელაურმა გურიასა და სამეგრელოში გამართულ შეხვედრებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებებზე ისაუბრა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით თანამშრომლებს შესაბამისი დავალებები მისცა.

 

თეგები: ვახტანგ გომელაური

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ჩვენი ინფორმაციით, ნანგრევებში 10-15 ადამიანია – ვახტანგ გომელაური

ოქტომბერი 8, 2021
800
მთავარი ამბავი

ვახტანგ გომელაური ბათუმში შემთხვევის ადგილზე ჩავიდა

ოქტომბერი 8, 2021
772
პოლიტიკა

შს მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

სექტემბერი 27, 2021
772

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია