fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

შს მინისტრმა მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის განახლებული შენობა დაათვალიერა

10:55 თებერვალი 6, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
806
ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა – ვახტანგ გომელაურმა, მოადგილესთან – გიორგი ბუთხუზთან ერთად მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის განახლებული შენობა დაათვალიერა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, აღნიშნული სააგენტოს დირექტორმა – ბესიკ ტეფნაძემ, სტუმრებს მიმდინარე სიახლეები გააცნო და განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.

“რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის განახლებული, თანამედროვე დიზაინის შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარითაა აღჭურვილი. შენობის ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე სრულად არის მორგებული.

პირველი თებერვლიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები კომფორტული, თანამედროვე და მაღალი ხარისხის სამუშაო ფორმებით განაგრძობენ საქმიანობას” – წერია განცხადებაში.

ინფორმაციის მიხედვით, მინისტრმა რუსთავის საგამოცდო პრაქტიკული მოედანი და ახალი მოდელის თანამედროვე GPS სისტემით აღჭურვილი „SKODA RAPID“-ის საგამოცდო სატრანსპორტო საშუალებებიც დაათვალიერა.

ხაზგასასმელია ისიც, რომ მომსახურების სააგენტოს რუსთავისა და გორის სტრუქტურულ ერთეულებში საგამოცდო მანქანების ავტოპარკი განახლდა.

“პირველი თებერვლიდან, მართვის უფლების მიღების მსურველები „B“ კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას თანამედროვე GPS სისტემით აღჭურვილი, „SKODA RAPID“-ის მოდელის სატრანსპორტო საშუალებებით აბარებენ, ხოლო საქართველოს მასშტაბით სხვა სტრუქტურულ ერთეულებში გამოცდები კვლავ SHKODA FABIA-ს – მოდელის მანქანით ჩაბარდება. 2021 წლის განმავლობაში მანქანები ეტაპობრივად მთელი საქართველოს მასშტაბით ჩანაცვლდება.

გარდა ამისა, პირველი თებერვლიდან, მომსახურების სააგენტოს გორის სტრუქტურულ ერთეულში მოქალაქეები „B“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდას ახალ საგამოცდო პრაქტიკულ მოედანზე აბარებენ, ქუთაისის მომსახურების ცენტრში კი „C1“, „C“, „D1“, „D“, „C1E“, „D1E“, „CE“ და „DE“ კატეგორიებისთვის განკუთვნილი ახალი პრაქტიკული საგამოცდო მოედანი მოეწყო” – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეგები: ვახტანგ გომელაურიმომსახურების სააგენტოშსს

დაკავშირებული სტატიები

A new study finds that drug prices can vary dramatically in the developing world, especially as a country moves up the economic ladder.
მთავარი ამბავი

შსს-მ 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკები გაანადგურა

დეკემბერი 25, 2021
796
სამართალი

პოლიციამ ბათუმში თურქეთის მიერ ინტერპოლით ძებნილი 5 პირი დააკავა

დეკემბერი 10, 2021
1.1k
მთავარი ამბავი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 13 პირი

ნოემბერი 22, 2021
777

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია