პარტია „მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან, რომელსაც დღეს პარლამენტში მოუსმენენ, მწვავე კითხვები ექნება.
„დღეს მოდის შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში. მე და ალეკოსაც მწვავე კითხვები გვექნება. ის, რაც ჩვენს საზოგადოებას, მოქალაქეებს აწუხებთ. ამ კითხვებს მინისტრს აუცილებლად ვკითხავთ”,- აცხადებს იოსელიანი.
შეგახსენებთ, დღეს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.








